საფრანგეთი და იტალია მიგრანტების განსახლების მექანიზმზე შეთანხმდნენ
საფრანგეთი და იტალია მიგრანტების განსახლების მექანიზმზე შეთანხმდნენ. ორივე სახელმწიფოს ლიდერებმა პირობა დადო, რომ საფრანგეთიც და იტალიაში იძულებით გადაადგილებულ პირებს მიიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მაკრონმა და კონტემ დაადასტურეს, რომ მიგრანტების განსახლებაში ევროკავშირის ყველა ქვეყანა უნდა მონაწილეობდეს.
ამასთან, ორივე ლიდერმა განაცხადეს, რომ აუცილებელია, შემუშავდეს გეგმა, რომლის მიხედვითაც იმ მიგრანტებს, რომლებიც თავშესაფარს ვერ მიიღებენ, სამშობლოში დააბრუნებენ.
მიგრაციის საკითხზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები შეხვედრას 23 სექტემბერს მალტაზე გამართავენ.
შეგახსენებთ, იტალიის წინა მთავრობა მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობდა, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტმა რომი „ცინიზმსა“ და „უპასუხისმგებლობაში“ დაადანაშაულა.