საფრანგეთი 2021 წლის ბოლომდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 30 მილიონ დოზას გაუნაწილებს
საფრანგეთი 2021 წლის ბოლომდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 30 მილიონ დოზას გაუნაწილებს

საფრანგეთი 2021 წლის ბოლომდე, ევროპული ინიციატივის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 30 მილიონ დოზას გაუნაწილებს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა.

„ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გრძელდება. ევროპული ინიციატივის ფარგლებში საფრანგეთი ვალდებულია, ვაქცინის 30 მილიონი დოზა გაუნაწილოს სხვა ქვეყნებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონის თქმით, დაუშვებელია ისეთი ვითარების შექმნა, რომ ვაქცინების გამოყენება ვერ მოხდეს, მაშინ როცა სხვა ქვეყნებს საკმარისი რაოდენობაც კი არ აქვთ.