საერთაშორისო კვლევის თანახმად, საქართველოში სხვადასხვა სქესის და სოციალური სტატუსის მოსწავლეების მიღწევებს შორის სხვაობა შემცირდა
საერთაშორისო კვლევის თანახმად, საქართველოში სხვადასხვა სქესის და სოციალური სტატუსის მოსწავლეების მიღწევებს შორის სხვაობა შემცირდა

საქართველოში, 2009 წლის შემდეგ სკოლის მოსწავლე გოგოებისა და ბიჭების მიღწევებს შორის სხვაობა შემცირდა. ამის შესახებ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ფარგლებში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი, რომლის შედეგები დღეს გამოქვეყნდა.

კერძოდ, კვლევის თანახმად, კითხვაში 2009 წელთან (61 ქულა) შედარებით 2018 წელს ეს განსხვავება ნაკლებია (38 ქულა). მათემატიკაში განსხვავება ოთხ ქულას შეადგენს იმ დროს, როდესაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში (OECD) ეს მაჩვენებელი ხუთია. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განსხვავება 14 ქულას შეადგენს (OECD-ის შემთხვევაში განსხვავება ორია).

ამასთან, დაბალი და მაღალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების მიღწევებს შორის სხვაობა კითხვაში (68 ქულა) უფრო მცირეა, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)  ქვეყნებში (89 ქულა).

საქართველოში აღნიშნული კვლევა 2000 წლიდან ტარდება და ამოწმებს 15 წლის მოსწავლეთა ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა  ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველო აღნიშნულ პროგრამაში,  როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო.

დატოვე კომენტარი