ახალი კვლევის მიხედვით, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა

13:50, 05.04.2026

ახალი კვლევის მიხედვით, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა.

კვლევა, რომელიც კომპანია INSA-მ გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის ჩაატარა, აჩვენებს, რომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერა 26%-ს შეადგენს და ეს მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით უცვლელია. მეორე ადგილზეა კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU-CSU), რომელსაც 25% უჭერს მხარს და ეს მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 1%-ით შემცირებულია.

სხვა ოპოზიციური პარტიების – „მწვანეების“ და „მემარცხენეების“ მაჩვენებლები წინა კვირასთან შედარებით უცვლელი დარჩა, შესაბამისად, 12% და 11%.

მიუხედავად იმისა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად გერმანიის პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიაა, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მისი პოპულარობა იზრდება.

მსგავსი