საერთაშორისო დამკვირვებელი ლუპ ბომიე - საქართველოში 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მშვიდი გარემო იყო
საერთაშორისო დამკვირვებელი ლუპ ბომიე - საქართველოში 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მშვიდი გარემო იყო

გუშინ მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდით საარჩევნო პროცესს და ვნახეთ, რა ხდებოდა თბილისსა და კახეთში, საარჩევნო უბნებზე მშვიდი გარემო იყო, ყველა უბანზე იყვნენ კომისიების წევრები, რომელთა იდენტიფიცირება მარტივი იყო მწვანე ფორმებით, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ლუპ ბომიემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების დღეს დიდი ნდობით იყო საზოგადოება განმსჭვალული საარჩევნო პროცესის მიმართ.

„ახალი სისტემა გამოიყენა საქართველომ პირველად, რომელთა გამოყენებაზეც ჩატარდა დაკვირვება, მათ შორის ამერიკული ორგანიზაციების მხრიდან. ძალიან ცოტა ადამიანს ეპარებოდა ეჭვი მანქანების მუშაობაზე, ხმის ფარულობასთან დაკავშირებითაც იყო ნორმალიზებული, გაკვირვებული ვიყავი. ერთსულოვნება იყო ამომრჩევლების და იგრძნობოდა, რომ მათ უნდათ ევროკავშირი“, – განაცხადა ბომიემ.