საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი - ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარ ქარხანაში ყველა ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა
ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარ ქარხანაში ყველა ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა, – ამის შესახებ საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
გროსის თქმით, ნათანზში, ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა.
როგორც გროსიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, დიდი ალბათობით, ეს ისრაელის თავდასხმის შედეგად გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის გამო მოხდა, რადგან თავად შენობა არ დაზიანებულა.
„ჩვენი შეფასებით, ელექტროენერგიის მოულოდნელი გათიშვის შედეგად, დიდი ალბათობით, ცენტრიფუგები მძიმედ დაზიანდა, თუ სრულიად არ განადგურდა“, – განაცხადა გროსიმ.
ამასთან, გროსის თქმით, ისპაჰანის ბირთვული გამდიდრების ობიექტზე ასევე დაზიანდა ოთხი შენობა.