ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა

13:07, 24.11.2026

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში აფეთქების შედეგად ექვსი პირი დაიღუპა, ათი კი დაშავდა. გამოცემა „როიტერი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მოხდა.

მედიის ცნობით, აფეთქება დონგ დას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიაში დილის საათებში მოხდა.

ონლაინგაზეთი VnExpress აცხადებს, რომ მომხდარის შედეგად შენობა დაზიანდა, ხოლო ირგვლივ მდებარე ობიექტების ფანჯრები ჩაამსხვრია.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება გაზქურას უკავშირდება.

მომხდარის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მსგავსი