მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინას 96 დრონით შეუტიეს, საიდანაც უკრაინულმა ძალებმა 73 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

11:53, 24.11.2026

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 96 დრონით შეუტია, საიდანაც უკრაინულმა ძალებმა 73 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსებმა თავდასხმები 23 ნოემბრის საღამოს Shahed-ისა და Gerbera-ს ტიპის დრონებით, ასევე Parodiya-ს ტიპის სატყუარა დრონებით დაიწყეს.

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა ქალაქ ორიოლიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და ბრიანსკიდან, ასევე დროებით ოკუპირებული დონეცკიდან განახორციელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა იერიში 13 ადგილზე განახორციელეს, განადგურებული დრონების ნამსხვრევები კი 2 ლოკაციაზე ჩამოცვივდა.

მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დრონი დილის საათებშიც დააფიქსირეს.

მსგავსი