ბუქარესტის სასამართლომ კალინ ჯორჯესკუ პატიმრობიდან გაათავისუფლა

12:21, 24.11.2026

ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ პატიმრობიდან გაათავისუფლა. ის სექტემბრის ბოლოდან ბუქარესტის ცენტრალურ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. ოქტომბერში სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა, გადაწყვეტილება კი შემდგომში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. გუშინდელი გადაწყვეტილება საბოლოოდ ითვლება. პოლიტიკოსს მოეთხოვება ელექტრონული თვალთვალის მოწყობილობის ტარება, ხელისუფლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მუდმივად მიწოდება და საქმეში ჩართულ სხვა პირებთან კონტაქტის არქონა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა და ფაშისტური ლიდერების მხარდაჭერა – სწორედ ამ საქმეებზე აქვს მას ბრალი წაყენებული, თუმცა პოლიტიკოსი მათ უარყოფს.

ცნობისთვის, ჯორჯესკუმ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უცხოური ჩარევისა და მისი საარჩევნო კამპანიის დარღვევების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება.

მსგავსი