საელჩოში ადასტურებენ, რომ 30 წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქ ხოლონში ცომის საზელ მანქანაში ჩავარდა, საქართველოს მოქალაქეა
საელჩოში ადასტურებენ, რომ 30 წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქ ხოლონში ცომის საზელ მანქანაში ჩავარდა, საქართველოს მოქალაქეა

ისრაელში საქართველოში საელჩოში ადასტურებენ, რომ 30 წლის მამაკაცი, რომელიც ცომის საზელ მანქანაში ჩავარდა და დაიღუპა, საქართველოს მოქალაქეა.

როგორც საელჩოში აცხადებენ, დაღუპულის ოჯახის წევრებთან მუდმივი კონტაქტი აქვთ.

შემთხვევა თელ ავივის რაიონში, ქალაქ ხოლონში მდებარე საცხობში მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაწყებულია საქმის მოკვლევა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.