პირველი ქვეითი ბრიგადის საწვრთნელი ცენტრის, „ხცისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაზვერვო სიტუაციური საველე სწავლება „შევარდენი 2023“ ჩატარდა.
სწავლებაში მონაწილეობას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დაქვემდებარებული ბრიგადების სადაზვერვო ქვედანაყოფები იღებდნენ.
საჩვენებელ სწავლებაზე სადაზვერვო ჯგუფებმა მარშრუტის რეკოგნოსცირების, ჩასაფრებისა და კონტაქტზე რეაგირების ოპერაციები განახორციელეს.
ადგილმდებარეობის წინასწარი შესწავლის მიზნით, ქვედანაყოფებმა სწავლებაში სადაზვერვო დრონები გამოიყენეს. სწავლებაზე ქვედანაყოფებმა გაიარეს ტრენინგი სადაზვერვო დრონის, სადაზვერვო თერმული ხელსაწყოებისა და თერმული სამიზნეების გამოყენებაში.
სწავლების მიზანს აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მიერ სადაზვერვო ოპერაციების წარმოების სრულყოფა წარმოადგენდა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.