საჩხერის სასწრაფო დახმარების 24 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
საჩხერეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ინფიცირებულია სამსახურის 24 თანამშრომელი, რომელთაც ვირუსი გეგმური ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ.
ქამუშაძის განცხადებით, თანამშრომლების ინფიცირების გამო, ამ დროისთვის სასწრაფოს ოთხი ჯგუფიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საცხოვრებელ სახლებში, ნაწილი კი, კოვიდსასტუმროებში იმყოფება.
ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით იმერეთის რეგიონი დედაქალაქის შემდეგ მეორე ადგილზეა. რეგიონში არსებულ კოვიდცენტრებში 1 200-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს.
180 პაციენტია მოთავსებული საჩხერის სამედიცინო ცენტრში, აქედან 55 პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.