საჩხერის სამედიცინო ცენტრში ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.