საჩხერის სამედიცინო ცენტრში ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში გამოსაკვლევი პაციენტები არ ჰყავთ.