საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი აქვთ, დამაკმაყოფილებელია
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი აქვთ, დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
ქამუშაძის თქმით, პაციენტები რჩებიან ბოქსირებულ პალატებში და გართულებების გარეშე მიმდინარეობს მათი მკურნალობის პროცესი.
რაც შეეხება კარანტინს, საკარანტინო სივრციდან თვითიზოლაციაში დღეს დილით ორი მოქალაქე გადავიდა.
კარანტინში ახლა 29 მოქალაქეა და მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ქამუშაძის თქმით, ამ ეტაპზე არ უფიქსირდებათ.
კლინიკის დირექტორის ინფორმაციით , ახალი პაციენტები კლინიკაში არ შესულან, შესაბამისად პასუხებს ლაბორატორიიდან არ ელოდებიან.