საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა , მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში ახალი საკვლევი პაციენტები არ მიუღიათ.
ამასთან, სტაციონარს კოვიდინფიცირებული პაციენტები არ ჰყავს.
თავისუფალია საჩხერის საკარანტინო სივრცეც.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ 19“-სგან შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა.