საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტს ტესტი ჩაუტარდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პაციენტის ანალიზის პასუხი, რომელზეც კორონავირუსის ეჭვი არსებობდა, უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სიმპტომებისა და გართულებების გარეშე მიმდინარეობს ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული კორონავირუსის მქონე სამი პაციენტის მკურნალობა.
რაც შეეხებათ საკარანტინო სივრცეში მყოფ ადამიანებს, საჩხერის კარანტინში კვლავ 41 მოქალაქე იმყოფება.
დირექტორის თქმით, ისინი თავს კარგად გრძნობენ.