საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ ინფიცირებულ პაციენტს გამოჯანმრთელებაზე პირველ საკონტროლო ტესტს გაუკეთებენ
საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტს გამოჯანმრთელებაზე პირველ საკონტროლო ტესტს დღეს გაუკეთებენ. ტესტის შედეგი ხვალ დილით გახდება ცნობილი. ტესტზე ორჯერ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი კლინიკას დატოვებს.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, კლინიკაში ე.წ. ცხელების სიმპტომით პაციენტები არ შესულან.
ახალი კორონავირუსისგან აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.