საჩხერის სამედიცინო ცენტრში მესამე დღეა, ცხელებით პაციენტი არ შეუყვანიათ
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ცხელებით უკვე მესამე დღეა, არც ერთი პაციენტი არ შეუყვანიათ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
ამასთან, ამ დროისთვის საჩხერის კლინიკაში არც კოვიდინფიცირებული პაციენტები ჰყავთ.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19“-სგან სულ შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა.