საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლაბორატორიიდან ორი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლაბორატორიიდან ორი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, პაციენტები საჩხერის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. მათგან ერთმა კლინიკას თვითდინებით მიმართა, მეორე კი სასწრაფოს ჯგუფმა შეიყვანა.
ქამუშაძის განცხადებითვე, კლინიკის ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული „კოვიდ 19“-ის დიაგნოზის მქონე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.