საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მყოფი პაციენტი გამოჯანმრთელდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტი გამოჯანმრთელდა, -ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
დირექტორის ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი კლინიკიდან დღესვე გაეწერება.
ახალი კორონავირუსისგან სამედიცინო ცენტრში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ შვიდს შეადგენს.