საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტს გამოჯანმრთელებაზე საკონტროლო ტესტს სავარაუდოდ ორშაბათს გაუკეთებენ
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის მქონე პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ საკონტროლო ტესტს სავარაუდოდ ხვალ გაუკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
ქამუშაძის ინფორმაციით, დაწესებულებაში ცხელების სიმპტომით ახალი პაციენტები არ მიუღიათ.