საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 18 პაციენტი მკურნალობს
საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით გუშინ ღამე სამი პაციენტი შეიყვანეს და ამ დროისთვის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 18 პაციენტია მოთავსებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლალი ტაბატაძემ განუცხადა.
ტაბატაძის ინფორმაციით, პაციენტების უმეტესობა დასავლეთ საქართველოდან არის.
მისივე თქმით, სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტებში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.