საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას
წყალტუბოს კარანტინიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ მიუღიათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
ქამუშაძის ინფორმაციით, უკეთ გრძნობს თავს კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ორივე პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით სულ ხუთი პაციენტი იყო მოთავსებული, მათგან სამი უკვე განიკურნა.