საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ პირს გამოჯანმრთელებაზე კვლევა დღეს ჩაუტარდება
საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ ტესტს დღეს გაუკეთებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა. თუ ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, ანალიზი განმეორებით ჩატარდება და კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი სახლში გაეწერება.
კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კი სამედიცინო ცენტრში არცერთი პაციენტი არ შესულა.