საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი ოკუპირებული გალიდან იყო
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. 62 წლის მამაკაცი, რომელიც ოკუპირებული გალიდან იყო, კლინიკაში 11 სექტემბერს შეიყვანეს.
კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
„პაციენტს ჰქონდა რამდენიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის რევმატოიდული პოლიართრიტი. კლინიკაში შემოყვანის დღიდან იყო მართვით სუნთქვაზე. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,-განაცხადა ქამუშაძემ.