საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი შედარებით მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი შედარებით მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ, – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა მაია ხელაძემ განაცხადა.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, მაია ხელაძის თქმით, ერთი, შედარებით მძიმე, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„რაც შეეხება ჰოსპიტალში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულ სამ პაციენტს, გამოჯანმრთელების შესახებ ტესტს უახლოეს დღეებში ჩავუტარებთ ორ პაციენტს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ტესტს 24 საათში გავიმეორებთ. თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტებს სახლში გავწერთ. მესამე, შედარებით მძიმე პაციენტთან კი, საბედნიეროდ, დადებითი დინამიკა გვაქვს“, – განაცხადა ხელაძემ.