საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, კლინიკის სამედიცინო მენეჯერის, მაია ხელაძის ინფორმაციით, ორი პაციენტი, რომელიც კლინიკაში 11 მარტს შეიყვანეს, თავს კარგად გრძნობს. მედიკოსის განცხადებით, გამოჯანმრთელების დასადასტურებლად შესაბამის ტესტებს მათ უახლოეს დღეებში გაუკეთებებენ.

ექიმის ინფორმაციით, კიდევ ერთ პაციენტს, კვლავ ცხელება აღენიშნება.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტს ცხელება აღარ აქვს, ის კვლავ რჩება ჟანგბადდამოკიდებული, თუმცა ავადმყოფთან მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება”-განაცხადა კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა მაია ხელაძემ.