საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შესულან
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შესულან

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შესულან. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს. ქამუშაძის განცხადებით, პაციენტებს არ აქვთ სხეულის მაღალი ტემპერატურა და რაიმე სახის გართულებები.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეს, აქ ერთი ახალი მოქალაქე დაემატა. კლინიკის დირექტორის თქმით, ის კარანტინში ზესტაფონიდან ჩაიყვანეს. მოქალაქეს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

„ამ დროისთვის, საჩხერის კარანტინში სულ 31 მოქალაქეა და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, – აცხადებს ქამუშაძე.