საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ახალი პაციენტი არ მიუღიათ, კლინიკაში ერთი პაციენტი რჩება
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტი არ მიუღიათ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
ქამუშაძის ინფორმაციით, კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული მხოლოდ ერთი პაციენტია, რომელსაც გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ ტექსტს შუა კვირაში გაუკეთებენ.