საჩხერის სამედიცინო ცენტრში ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს, ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში საკვლევი პაციენტები არ მიუღიათ და არც კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავთ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ამ დრომდე ახალი კორონავირუსისგან შვიდი პაციენტი განიკურნა.