საჩხერის სამედიცინო ცენტრში ექვსი საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ექვსი საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით დღის მანძილზე ექვსი პაციენტი შევიდა. მათგან ხუთი საჩხერის მუნიციპალიტეტის, ხოლო ერთი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტების ანალიზები უკვე გამოკვლეულია და
არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კლინიკაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით კვლავ ერთი პაციენტია მოთავსებული. კლინიკის დირექტორის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.