საჩხერის სამედიცინო ცენტრში ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
საჩხერის ექვსი მკვიდრი საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის დახმარების ჯგუფებმა შეიყვანეს. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებიდან მოგზაურობის ისტორია არც ერთ არ ჰქონდა. კვლევის შედეგად, მათ ინფექცია არ გამოუვლინდათ.
საჩხერის კლინიკაში დადასტურებული „კოვიდ 19“-ის ინფექციით ერთი პაციენტი, ახალგაზრდა მამაკაცი არის მოთავსებული. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.