საჩხერის სამედიცინო ცენტრში ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლაბორატორიიდან ახალ კორონავირუსზე ექვსი პაციენტის კვლევის პასუხები მიიღეს და ყველა უარყოფითია. მათ კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა, მაია ხელაძემ განუცხადა.
ამასთან, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ამ დროისთვის სამი პაციენტი რჩება. ხელაძის ინფორმაციით, ორი მათგანი თავს კარგად გრძნობს, მესამეს მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა, თუმცა მასთან დადებითი დინამიკა შეინიშნება.