საჩხერის სამედიცინო ცენტრში ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22:28, 29.03.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლაბორატორიიდან ახალ კორონავირუსზე ექვსი პაციენტის კვლევის პასუხები მიიღეს და ყველა უარყოფითია. მათ კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა, მაია ხელაძემ განუცხადა.

ამასთან, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ამ დროისთვის სამი პაციენტი რჩება. ხელაძის ინფორმაციით, ორი მათგანი თავს კარგად გრძნობს, მესამეს მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა, თუმცა მასთან დადებითი დინამიკა შეინიშნება.

მსგავსი