საჩხერის სამედიცინო ცენტრში ცხელებით ხუთი ახალი პაციენტია მოთავსებული
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ცხელებით ხუთი ახალი პაციენტია მოთავსებული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტები საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები არიან.
მათი ნაწილი კლინიკაში თვითდინებით მივიდა, ნაწილი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა შეიყვანეს.
კლინიკაში ამ დროისთვის დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით პაციენტები არ ჰყავთ.