საჩხერის სამედიცინო ცენტრში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ახალი პაციენტი არ შეუყვანიათ
საჩხერის სამედიცინო ცენტრში, გასული 24 საათის განმავლობაში ცხელებით არც ერთი პაციენტი არ შესულა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, კლინიკას კოვიდინფიცირებული პაციენტები არ ჰყავს.
ამასთან, თავისუფალია საჩხერის საკარანტინო სივრცეც.
საჩხერსის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ 19“-სგან ჯამში შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა.