საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
საჩხერეში საკარანტინო სივრცეში მყოფი 41 მოქალაქე თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
ქამუშაძის ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი იმ სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი აქვთ.
„კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ახალი პაციენტი არ შემოსულა“, – განაცხადა ქამუშაძემ.