საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში კვლავ 41 მოქალაქე იმყოფება.

დირექტორის თქმით, ისინი თავს კარგად გრძნობენ რაიმე საეჭვო სიმპტომები არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა.

მისივე თქმით, დამაკმაყოფილებელია კლინიკაში მყოფი კორონავირუსის დიაგნოზის მქონე სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ისინი კვლავ ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული და განაგრძობენ საჭირო მკურნალობას.