საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
კლინიკის ინფექციონისტი სამედიცინო დაწესებულებას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს. ეს უკვე მე-6 გამოჯანმრთელებულია, რომელიც კლინიკიდან გაეწერება.
ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.