საჩხერის სამედიცინო ცენტრის 50 მედიკოსს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ თანამშრომელთან, კორონავირუსი განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდათ
საჩხერის სამედიცინო ცენტრში 50 მედიკოსს, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ თანამშრომელთან, კლინიკის ინფექციონისტთან, განმეორებითი საკონტროლო ტესტირება ჩაუტარდათ. ლუგარის ლაბორატორიაში ყველა ბიოლოგიური ნიმუშის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული. ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კი საჩხერის სამედიცინო ცენტრი დღეს დილით დატოვა.
ინფიცირებულ ექიმს ტესტს გამოჯანმრთელებაზე ხვალ ჩაუტარებენ.
კარანტინში რვა პირია მოთავსებული. ისინი კარანტინს ხვალ დატოვებენ.