საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა
საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, სტაციონარში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ.
კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით არც ერთი პაციენტი არ არის მოთავსებული.
კლინიკაში კორონავირუსისგან სულ შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა.