საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა
საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა

საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან კორონავირუსისგან კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. გამოჯანმრთელებული ამავე კლინიკის ინფექციონისტია, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლეა.

ეს უკვე მე-6 გამოჯანმრთელებულია, რომელმაც საჩხერის კლინიკა დატოვა და სახლში გაეწერა.

ამ დროისთვის, საჩხერის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.