საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან გამოჯანმრთელებული პაციენტი სახლში გაწერეს
საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან გამოჯანმრთელებული პაციენტი სახლში გაწერეს.
ჰოსპიტალში კვლავ რჩება კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტი.
კლინიკის სამედიცინო მენეჯერის, მაია ხელაძის ინფორმაციით, ორ პაციენტთან დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
მისივე თქმით, მესამე შედარებით მძიმე პაციენტთან კი, მცირედ დადებითი დინამიკა შეინიშნება.