საჩხერის სამედიცინო ცენტრი ხვალ შესაძლოა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ორმა პაციენტმა დატოვოს
საჩხერის სამედიცინო ცენტრი ხვალ შესაძლოა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ორმა პაციენტმა დატოვოს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

პაციენტებს განმეორებითი ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, განმეორებით ტესტზე კვლავ უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, პაციენტები კლინიკას ხვალ დატოვებენ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ცენტრში „კოვიდ19“-ის დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული, საეჭვო სიმპტომებით კი, 10 პირი.

მათ ანალიზებული უკვე აუღეს და პასუხებს ელოდებიან.