საჩხერის საავადმყოფოში მყოფ კიდევ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის საავადმყოფოში მყოფ კიდევ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან კლინიკამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
პაციენტი ჭიათურის მცხოვრებია. ის საზღვარგარეთ არ ყოფილა, თუმცა საავადმყოფოს დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მას კონტაქტი ჰქონდა უცხოეთის მოქალაქეებთან და სიმპტომების გამო გახდა მისი გადაკონტროლება საჭირო. ქამუშაძის თქმით, პაციენტს სახლში გაწერენ.
ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთი საჩხერის საავადმყოფოშია მოთავსებული.