საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი აქვთ, დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
ქამუშაძის თქმით, პაციენტები ბოქსირებულ პალატებში რჩებიან და მათი მკურნალობის პროცესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.
რაც შეეხება კარანტინს, საჩხერის საკარანტინო სივრცეში კვლავ 31 მოქალაქეა და მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ უფიქსირდებათ.
მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ახალი პაციენტები კლინიკაში არ შესულან, შესაბამისად, პასუხებს ლაბორატორიიდან არ ელოდებიან.