საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის 13 ინფიცირებულიდან ერთ-ერთია
კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთ-ერთი საჩხერის საავადმყოფოშია მოთავსებული. ინფორმაცია, რომ მათ პაციენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში დაადასტურეს.
პაციენტი საჩხერიდან არის და საზღვარგარეთ არ ყოფილა.
საავადმყოფოს დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტს კონტაქტი ჰქონდა იტალიის მოქალაქესთან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ს შეადგენს და არ გაზრდილა. შესაბამისად, სავარაუდოდ საჩხერეში მოთავსებული პაციენტი წინა დღეებში დასახელებულ შემთხვევათაგან ერთ-ერთია.