საჩხერის კლინიკის საკარანტინო ზონა კიდევ ხუთმა მოქალაქემ დატოვა. ისინი საკუთარ სახლებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადავიდნენ.
კარანტინში ამ დროისთვის 26 ადამიანია მოთავსებული. ექიმის თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.