საჩხერის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები ბოლო 48 საათის მანძილზე არ მიუღიათ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საჩხერის კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა, მაია ხელაძემ განუცხადა.
მაია ხელაძის ინფორმაციით, დადებითი დინამიკაა მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტებთან მიმართებითაც.
„რაც შეეხება საჩხერის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტებს, სამ მათგანთან დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ასევე დადებითი დინამიკა შეინიშნება მეოთხე პაციენტთან, რომელიც საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა მაია ხელაძემ.